saqarTvelos qedebi - ialnos qedi

უმაღლესი წერტილი იალნო
კოორდინატები 41°50`41` ჩ. გ. 45°04`38` ა. გ.
სიმაღლე 1874 მ
სიგრძე 18 კმ

 

კავკასიონის სისტემასთან (ქართლის ქედთან) დაკავშირებული საშუალო სიმაღლის განედური ქედი გარე კახეთში, საგურამოს ქედის აღმოსავლეთი გაგრძელება. იგივე ძვ. „აკრიანის მთები“ (ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „იალონი“). სიგრძე 18 კმ. უმაღლესი პუნქტი მთა იალნო (1874 მ). აგებულია ნეოგენური ნალექი ქანებით (კონგლომერატებით, ქვიშაქვებით, თიხებით). საგურამოს ქედთან შეერთების ადგილზე გადაკვეთილია თბილის-თიანეთის საავტომობილო გზატკეცილით. წარმოადგენს წყალგამყოფს, ერთი მხრივ, მდინარეების თეზმისა (არაგვის მარცხენა შენაკადი) და გორანის (ივრის მარჯვენა შენაკადი) და, მეორე მხრივ მდინარეების ნორიოსხევის, მარტყოფისხევის და საცხენისხევისას. კალთები შემოსილია მუხნარით, მუხნარ-რცხილნარითა და წიფლნარით.

თხემზე მეორეული სუბალპური მდელოებია.